ბელვიუ რეზიდენს ბათუმი - 5 ვარსკვლავიანი გასაყიდი რეზიდენციები ბათუმში - ექსკლუზიური შეთავაზება: 300 კვ.მ. ტერასა საჩუქრად
დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის
Ge - en - ru
ექსკლუზიური შეთავაზება: 300 კვ.მ. ტერასა საჩუქრად შეიძინეთ რეზიდენცია და მიიღეთ საჩუქრად 300 კვ.მ. ტერასა, რომელიც იდეალურია დასვენებისთვის, გასართობად და საღამოს წვეულებებისთვის. შეიგრძენით ელეგანტურობის მწვერვალი და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ამ არაჩვეულებრივ ადგილას, დატკბით ყოველდღიურად ზღვისა და ბულვარის ხედებით.
შეთავაზების დეტალები

დატკბით გრანდიოზული ტერასიდან ზღვისა და ძველი ბულვარის თვალწარმტაცი ხედებით. მოაწყვეთ საკუთარი გემოვნებით ან ჩვენი დიზაინ პროექტის მიხედვით 265 კვ.მ. საცხოვრებელი და 300 კვ.მ ტერასა, რომელიც საჩუქრად გადმოგეცემათ.

არ გამოტოვოთ შანსი მიიღოთ გრანდიოზული ტერასა საჩუქრად, სადაც შეგიძლიათ თქვენი იდეები რეალობად აქციოთ - მოაწყოთ საკუთარი ბაღი, ბავშვთა გასართობი მოედანი ან სივრცე საღამოს წვეულებებისთვის.  

უნიკალური მდებარეობა ბათუმის ბულვარის ყველაზე პრესტიჟულ ტერიტორიაზე - განსაკუთრებული სივრცე და ერთადერთი შანსი, გქონდეთ საკუთარი სახლი ისეთ უბანში, სადაც სხვა კერძო საცხოვრებელი არასოდეს აშენდება. 

 

 

უპირატესობები

შეუდარებელი მდებარეობა

ბათუმის ყველაზე პრესტიჟული უბანი - საუკეთესო ადგილი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნების სილამაზე და ურბანული კომფორტი.

მთავარი ღირებულება

გრანდიოზული ტერასა უსასრულო შესაძლებლობებით - გარდაქმენით, გახადეთ პერსონალური და მოირგეთ თქვენი სივრცე „ბელვიუ ვილა რეზიდენსში“.

უნივერსალური საცხოვრებელი სივრცე

უზარმაზარი ფართობი თქვენი ცხოვრების სტილისა და ინტერესების გასათვალისწინებლად - მთავარია, რა გჭირდებათ, პირადი სივრცე თუ ოფისი სახლში, სათამაშო ოთახი ბავშვებისთვის თუ დამატებით საძინებელი, ან იქნებ ეს ყველაფერი ერთად. „ბელვიუ ვილა რეზიდენსში“ შესაძლებლობები უსაზღვროა.

შესანიშნავი სანახაობა

გრანდიოზული ტერასა ზღვისა და ბულვარის თვალწარმტაცი ხედებით - მომაჯადოებელი ატმოსფერო, მომხიბლავი გარემო.

სპა - კომპლექსი ეფორეა

სპა ეფორეა გთავაზობთ პროცედურების მრავალფეროვან არჩევნს და საუკეთესო საშულებას წარმოადგენს რელაქსაციისა და ძალების აღდგენისთვის. კომპლექსი მოიცავს პროცედურებისათის განკუთვნილ ოთახებს, საუნას, ორთქლის ოთახს და დახურულ აუზს.

რესტორნები და კაფე-ბარები

კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი პელიონი და თანდილა ლობი ბარი, რომლებიც გთავაზობთ კერძების ფართო არჩევანს, წასახემსებლებსა და ალკოჰოლურ სასმელებს. ამავდროულად, მე-20 სართულზე Sky Bar Nephele გთავაზობთ დახვეწილ კოქტეილებს ქალაქისა და ზღვის განსაცვიფრებელი ხედებით. გარდა ამისა, რესტორანი Terrassa Askaneli გთავაზობთ ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს შერწყმას, ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ღვინოსა და მრავალფეროვან არჩევანს.

პარკინგი

საცხოვრებელ კომპლექსს გააჩნია ბათუმში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგი, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს ლიფტთან და შესაბამისად კომპლექსის ბინებთან, რაც მას ძალიან მოსახერხებელს ხდის. 

შოფინგი

ბელვიუს საცხოვრებელი კომპლექსის ირგვლივ განთავსებულია მაღალი კლასის ბრენდული მაღაზიები, სადაც ბელვიუს მაცხოვრებლები სპეციალური ფასდაკლებებითა და პირობებით ისარგებლებენ. 

შესაძლებლობები

შეხვედრები აუზთან

ვრცელი ტერასა იდეალურია მხიარული წვეულებებისთვის. გრილი აუზი და მცხუნვარე მზე - ყველაფერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის ბედნიერად და სასიამოვნოდ გასატარებლად.

ბარბექიუ საღამო

ტერასას იოლად აქცევთ იდეალურ სივრცედ ბარბექიუს საღამოსთვის. ისიამოვნეთ გემრიელი კერძებით მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ - გაერთეთ და თან ზღვისა და ბულვარის თვალწარმტაცი ხედებით დატკბით.

ედემის ბაღი

ლანდშაფტის გამოცდილ დიზაინერებს შეუძლიათ თქვენი ეზო-ტერასა ნამდვილ სამოთხედ გარდაქმნან. წარმოიდგინეთ - ხეები, ყვავილები; მოვლილი ნარგავები ხასხასა, მწვანე ფოთლებით, რომლებიც მთელ გარე სივრცეს ავსებს და ქმნის უსაზღვრო კავშირს ძველ ბულვართან. მშვიდი და მყუდრო ოაზისი დიდ და ხმაურიან ქალაქში - აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ და ბუნებას დაუბრუნდეთ. 

 

სიმშვიდე და მყუდროება

აქ თქვენ ქმნით იდეალურ გარემოს, სადაც დაისვენებთ და განმარტოვდებით. თქვენ შეგიძლიათ, ის ასევე გადააქციოთ კომფორტულ და მრავალფუნქციურ სივრცედ, სადაც კინოჩვენებებსაც გამართავთ და ზოგჯერ სტუმრებს ჩილიმითაც გაუმასპინძლდებით, ზოგჯერ კი მშვიდ დილას გაატარებთ საუზმითა და ყავით... ან სულაც ღამით ვარსკვლავების საცქერლად ჩამოჯდებით. ეს თქვენი თავშესაფარი და კუნძული იქნება, თქვენი ციხე-სიმაგრე და სამოთხე ბათუმში.

info@bellevuebatumi.com
032 2 04 04 00
საქართველო, ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
created by ShinDi