ბელვიუ რეზიდენს ბათუმი - 5 ვარსკვლავიანი გასაყიდი რეზიდენციები ბათუმში - ბელვიუ ვილა რეზიდენსი
დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის
Ge - en - ru
ბელვიუ ვილა რეზიდენსი „ბელვიუ ვილა რეზიდენსი“ წარმოგიდგენთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ მართლაც არაჩვეულებრივი ქონების მესაკუთრე ბათუმში. უნაკლო დიზაინი, შეუდარებელი მდებარეობა და მრავალი სხვა უპირატესობა ჰქმნის მდიდრული ცხოვრების ახალ სტანდარტს თქვენთვის. ელეგანტური და დახვეწილი სამყარო, სადაც დაუვიწყარ მოგონებებსა და საუკეთესო მომავალს შექმნით შავი ზღვის სანაპიროზე.
ძველი ბულვარი

უნიკალური მდებარეობა ბათუმის ბულვარის ყველაზე პრესტიჟულ ტერიტორიაზე - განსაკუთრებული სივრცე და ერთადერთი შანსი, გქონდეთ საკუთარი სახლი ისეთ უბანში, სადაც სხვა კერძო საცხოვრებელი არასოდეს აშენდება. ბოლო შესაძლებლობა თქვენი წილი სამოთხის მოსაპოვებლად - ფართო ეზო-ტერასა, რომელსაც ნამდვილ ედემის ბაღად გადააქცევთ.

უმასპინძლეთ დაუვიწყარ შეხვედრებს და ისიამოვნეთ სიმშვიდით, რომლითაც, ზღვისა და ბულვარის დამატყვევებელ სილამაზესთან ერთად, მოცული იქნება თქვენი ეზო-ტერასა.  

 

უპირატესობები

შეუდარებელი მდებარეობა

ბათუმის ყველაზე პრესტიჟული უბანი - საუკეთესო ადგილი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნების სილამაზე და ურბანული კომფორტი.

მთავარი ღირებულება

ვრცელი ტერასა უსასრულო შესაძლებლობებით - გარდაქმენით, გახადეთ პერსონალური და მოირგეთ თქვენი სივრცე „ბელვიუ ვილა რეზიდენსში“.

უნივერსალური საცხოვრებელი სივრცე

უზარმაზარი ფართობი თქვენი ცხოვრების სტილისა და ინტერესების გასათვალისწინებლად - მთავარია, რა გჭირდებათ, პირადი სივრცე თუ ოფისი სახლში, სათამაშო ოთახი ბავშვებისთვის თუ დამატებით საძინებელი, ან იქნებ ეს ყველაფერი ერთად. „ბელვიუ ვილა რეზიდენსში“ შესაძლებლობები უსაზღვროა.

შესანიშნავი სანახაობა

ვრცელი ტერასა ზღვისა და ბულვარის თვალწარმტაცი ხედებით - მომაჯადოებელი ატმოსფერო, მომხიბლავი გარემო.

ტერასა

შეხვედრები აუზთან

ვრცელი ტერასა იდეალურია მხიარული წვეულებებისთვის. გრილი აუზი და მცხუნვარე მზე - ყველაფერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის ბედნიერად და სასიამოვნოდ გასატარებლად.

ბარბექიუ საღამო

ტერასას იოლად აქცევთ იდეალურ სივრცედ ბარბექიუს საღამოსთვის. ისიამოვნეთ გემრიელი კერძებით მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ - გაერთეთ და თან ზღვისა და ბულვარის თვალწარმტაცი ხედებით დატკბით.

ედემის ბაღი

ლანდშაფტის გამოცდილ დიზაინერებს შეუძლიათ თქვენი ეზო-ტერასა ნამდვილ სამოთხედ გარდაქმნან. წარმოიდგინეთ - ხეები, ყვავილები; მოვლილი ნარგავები ხასხასა, მწვანე ფოთლებით, რომლებიც მთელ გარე სივრცეს ავსებს და ქმნის უსაზღვრო კავშირს ძველ ბულვართან. მშვიდი და მყუდრო ოაზისი დიდ და ხმაურიან ქალაქში - აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ და ბუნებას დაუბრუნდეთ. 

 

სიმშვიდე და მყუდროება

აქ თქვენ ქმნით იდეალურ გარემოს, სადაც დაისვენებთ და განმარტოვდებით. თქვენ შეგიძლიათ, ის ასევე გადააქციოთ კომფორტულ და მრავალფუნქციურ სივრცედ, სადაც კინოჩვენებებსაც გამართავთ და ზოგჯერ სტუმრებს ჩილიმითაც გაუმასპინძლდებით, ზოგჯერ კი მშვიდ დილას გაატარებთ საუზმითა და ყავით... ან სულაც ღამით ვარსკვლავების საცქერლად ჩამოჯდებით. ეს თქვენი თავშესაფარი და კუნძული იქნება, თქვენი ციხე-სიმაგრე და სამოთხე ბათუმში.

info@bellevuebatumi.com
032 2 04 04 00
საქართველო, ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
created by ShinDi