ბელვიუ რეზიდენს ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაღალი კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, რომელშიც განთავსებულია ბრენდული მაღაზიები, კაფე-რესტორნები, ბანკი და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონი, თავისი ობიექტებით. კომპლექსი აშენდა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობით. პროექტი, თავისი განსაკუთრებული დიზაინითა და არქიტექტურით, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული. მის უნიკალურობას ისიც უსვამს ხაზსს, რომ პროექტი ექსკლუზიურად შეიქმნა და მის ანალოგს ვერსად შეხვდებით. საცხოვრებელი კომპლექსი 20 სართულს მოიცავს, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულსა და მყუდროს ქმნის. ამასთანავე, პროექტი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში შესული, რაც საშუალებას გაძლევთ შეძენისთანავე ისიამოვნოთ თქვენი ახალი საცხოვრებელით.
კომპლექსის ორივე შენობა, ბელვიუ რეზიდენს ბათუმის საცხოვრებელი და 5 * სასტუმრო Hilton- ის პროექტი დამზადდა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ქალაქ ლონდონში კომპანია rtkl-ის მიერ www.callisonrtkl.com. პროექტი დეტალებში დამუშავებული (D სტადიაში) ჩამოვიდა საქართველოში. მშენებლობის პროცესი პროექტის ავტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა, ხარისხის კონტროლი კი განახორციელა ბრიტანულმა კომპანიამ „MACE International“ www.macegroup.com.
ბელვიუს მაცხოვრებლებს გადაეცემათ ე.წ. Resident Card, რომელიც საშუალებას გაძლევთ სპეციალურად თქვენთვის დადგენილი პირობებით ისარგებლოთ ბრენდული მაღაზიებით, ტერასა ასკანელით, ასევე 5* სასტუმრო ჰილტონის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით, რაშიც შედის: სპა-კომპლექსი ეფორეა, ნეფელე სქაი ბარი, თანდილა ლობი ბარი, რესტორანი პელიონი, Executive Lounge.
საცხოვრებელი კომპლექსი აშენებული იქნა საერთაშორისო (ბრიტანული) სტანდარტების სრული დაცვით. შენობაში სრულადაა დაცული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამასთანავე, შენობის პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვა ხორციელდება 24 საათის განმავლობაში ვიდეო კონტროლით.
ბელვიუს მობინადრეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებათ კონსიერჟი, რომელიც მაცხოვრებლებს სხვადახვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის: ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ჯავშნების გაკეთება, გადასახადების გადახდა და ა.შ.
ბელვიუ რეზიდენს ბათუმის ერთ-ერთი უპირატესობა ადგილმდებარეობაა. შენობა ქალაქის შუაგულში, ზღვის პირველ ზოლზეა განთავსებული. საცხოვრებლის ყველა ბინიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება ზღვაზე, ტბაზე, პარკზე და მთაზე.
ფასადი მოპირკეთებულია Marestone-ის ხელოვნური ფილებით. გამოყენებული თბოიზოლაცია და ხანძარსაწინააღმდეგო მემბრანა, იცავს ფასადს ადვილად აალებისაგან. ამასთანავე, ფასადი სრულად ვენტილერებადია. ფასადზე დატოვებულია სპეციალური საჰაერო სივრცეეები, რომელიც ახდენს ჰაერის განიავებას და იცავს მას ნესტის დაგროვებისგან
საძირკვლის მოწყობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ კომპანია ბაუერიდან www.bauer.de, ხოლო ხარისხის კონტროლს ახორციელებდა შვედური კომპანია Formulati www.formulati.com. 380 ხიმინჯი, რომელიც საძირკვლის პერიმეტრზეა მოწყობილი და რომელთაგან ყველაზე გრძელი 42 მეტრზეა ჩაშვებული, მყარ ფუნდამენტს უზრუნველყოფს. შენობა გათვლილია 7 ბალიან მიწისძვრაზე. საძირკველზე ჯამში დაიხარჯა 14 მილიონი ევრო.
MEP-სისტემა, სახანძრო უსაფრთხოება, ჰიდრანტები, სპრინკლერები, გათბობა-გაგრილების სისტემა დააპროექტა ბრიტანულმა კომპანიამ Thornton Reynolds -მა www.thorntonreynolds.com, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
კონსტრუქციული პროექტი მოამზადა ბრიტანულმა კომპანიამ- Engenuiti engenuiti.com. პროექტი დეტალებში დამუშავებული (ე.წ. D სტადიაში) ჩამოვიდა საქართველოში და ადგილობრივ კონსტრუქტორებს მთელი პროცესის მანძილზე პროექტის ავტორები უწევდნენ ზედამხედველობას.
შენობაში დამონტაჟებულია გერმანული ფირმის “Schuco”-ს კარ–ფანჯრები ორმაგი გამოწრთობილი შუშით და მზის სხივებისა და დაჩრდილვის დაახლოებით 25–30%–იანი მახასიათებლით. ყველა ბინაში ვიტრაჟი იატაკიდან ჭერამდეა, რაც პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა. Schuco ერთ-ერთი წამყვანი მაღალხარისხიანი კარ-ფანჯრების მწარმოებელია მსოფლიო მასშტაბით. www.schueco.com
საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილია ფინური ფირმის KONE-ის ორი სამგზავრო და 1 სახანძრო ლიფტით. KONE მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ლიფტების წარმოების სფეროში და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარანტიაა. www.kone.com
ბელვიუს კორპუსში დამონტაჟებულია Mitsubishi-ის ფირმის ცენტრალური VRV კონდიცირება, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა. სისტემა დამოუკიდებლად იმართება, რაც ბინის სხვადასხვა ზონაში ტემპერატურის კონტროლისა და მარტივად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა.
ბელვიუ რეზიდენს ბათუმში სრულადაა დაცული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. სახანძრო სისტემების შემოწმება ყოველკვირეულად ხდება.
ყველა სართულზე დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, სახანძრო ჰიდრანტი და ცეცხლმაქრი. ამასთანავე, ყველა ბინის კარი ცეცხლგამძლეა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. ასევე, ხანძრის შემთხვევაში ხდება შენობის სხვადასხვა უბნის ერთმანეთისაგან ცეცხლგამძლე კარებით იზოლირება ავტომატურ რეჟიმში, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას.
შენობაში დამონტაჟებულია ფინური ფირმის KONE-ის სახანძრო ლიფტი. KONE მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ლიფტების წარმოების სფეროში და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარანტიაა. www.kone.com
შენობაში ასევე განთავსებულია ორი სახანძრო კიბის უჯრედი. სახანძრო განგაშის დროს საევაკუაციო კიბის უჯრედი იწნეხება ჟანგბადით, რისი წყალობითაც დერეფნიდან კიბის უჯრედში კვამლი არ გადადის.
ბინებს შორის ტიხრებში გამოყენებულია ქვა-ბამბა, რომელიც ხელს უშლის ცეცხლის ადვილად გავრცელებას. ფასადზე გამოყენებულია თბოიზოლაცია და ხანძარსაწინააღმდეგო მემბრანა, რაც იცავს მას ადვილად აალებისაგან.