ბელვიუ რეზიდენს ბათუმი - 5 ვარსკვლავიანი გასაყიდი აპარტამენტები ბათუმში - კომპანია
ცხოვრების სტილი რომელსაც ყოველთვის იმსახურებდი
Ge - en - ru
ზარის შეკვეთა
კომპანია

ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპი

 

ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპი 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 600 მდე ადამიანი.

არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, რომელმაც ბათუმს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილს დიდი ღირებულება შესძინა. კომპანიის მოღვაწეობის ფარგლებში ასევე განხორციელდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ბიზნეს პროექტები.

პროექტები:

  • ბათუმის გასართობ-კულტურული ცენტრი და საბაგირო გზა არგო
  • რესტორანი არგო
  • ბუტიკის სტილის სასტუმრო ბულვარი
  • სასტუმრო ჰილტონ ბათუმი
  • ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
  • ტერასა ასკანელი
  • კაზინო ინტერნეიშენალ ბათუმი

 

ტურინვესტის უპირატესობას წარმოადგენს მაღალ-კვალიფიციური და თანამედროვე მიდგომების გამოყენება წარმოების პროცესში. აქცენტი ყოველთვის კეთდება მაღალ კლასზე, ხარისხსა და ინოვაციებზე. კომპანია ნებისმიერი წამოწყებული პროექტის ფარგლებში მუშაობს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტების ჯგუფებთან, რომელთაც კარგად იციან თავიანთი საქმე და აღნიშნული მტკიცდება მათი მრავალ წლიანი გამოცდილებითაც.

 

 LOGO

 

 

 

info@bellevuebatumi.com
032 2 04 04 00
საქართველო, ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
created by ShinDi