დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის
Ge - en - ru

პენტჰაუსი

ბულვარის ყველაზე პრესტიჟულ ნაწილში, უნიკალურ ლოკაციაზე მდებარე ეს პენტჰაუსი გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას - გახდეთ ბათუმის ერთ-ერთი საკულტო შენობის ნაწილი და ისარგებლოთ ექსკლუზიური პრივილეგიებით.

პენტჰაუსის შეძენისას თქვენ გახდებით Black Diamond-ის წევრი, ეს არის სტატუსი, რომელიც მხოლოდ ორ მფლობელს ენიჭება და უზრუნველყოფს განსაკუთრებულ უპირატესობებს.

მოითხოვე ზარი

ექსკლუზიური შეთავაზება: 300 კვ.მ. ტერასა საჩუქრად

შეიძინეთ რეზიდენცია და მიიღეთ საჩუქრად 300 კვ.მ. ტერასა, რომელიც იდეალურია დასვენებისთვის, გასართობად და საღამოს წვეულებებისთვის.

შეიგრძენით ელეგანტურობის მწვერვალი და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები ამ არაჩვეულებრივ ადგილას, დატკბით ყოველდღიურად ზღვისა და ბულვარის ხედებით.

უპირატესობები

საუკეთესო ლოკაცია

მთელ ქალაქში მხოლოდ ორი ასეთი პენტჰაუსი არსებობს და ორივე ამ კომპლექსშია განთავსებული, რაც მას განსაკუთრებულად იშვიათად აქცევს.

ექსკლუზიური Black Diamond წევრობა

პენტჰაუსის შეძენით გეძლევათ პრივილეგია გახდეთ მხოლოდ ორი მფლობელიდან ერთ-ერთი, ვისაც მიენიჭება Black Diamond წევრის სტატუსი და ისარგებლებთ განსაკუთრებული უპირატესობებით.

პანორამული ხედები

იატაკიდან ჭერამდე ვიტრაჟები გიხსნით თვალუწვდენელ ხედებს ზღვაზე, ბულვარზე, ტბასა და ქალაქზე.

5 ვარსკვლავიანი კომპლექსი

ტყუპი ცათამბჯენის ერთ შენობაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონ ბათუმია განთავსებული, მეორე შენობას კი თქვენი პენტჰაუსი აგვირგვინებს.

უიშვიათესი შესაძლებლობა

მთელ ქალაქში მხოლოდ ორი ასეთი პენტჰაუსი არსებობს და ორივე ამ კომპლექსშია განთავსებული, რაც მას განსაკუთრებულად იშვიათად აქცევს.

ყველაფერი ერთ კომპლექსში

შორს წასვლა აღარ არის საჭირო! ისარგებლეთ 5-ვარსკვლავიანი მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით: ბრენდული მაღაზიები, ბანკები, რესტორნები, სპა ცენტრი, ბიზნეს ლაუნჯი და სხვა - ყველაფერი ერთი კომპლექსში, შენი კომფორტული ცხოვრებისთვის.

დასრულებული კომპლექსი

კომპლექსი დასრულებულია, რაც საშუალებას გაძლევთ დღესვე გადმოხვიდეთ საცხოვრებლად.

Black Diamond Membership

4 საპარკინგე ადგილი უფასოდ

საჩუქრად გადმოგეცემათ 4 საპარკინგე ადგილი ორსართულიან, მიწისქვეშა, დაცულ ავტოსადგომში.

პირადი ლიფტი

პრიორიტეტული გამოძახების ფუნქციით ისარგებლებთ მხოლოდ თქვენ, რაც ნიშნავს შეუფერხებელ, სწრაფ და პრივატულ მგზავრობას.

24/7 ოთახის მომსახურება ჰილტონისგან

ექსკლუზიური ოთახის მომსახურება, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში პირდაპირ თქვენს პენტჰაუსში.

უფასო განთავსება Hilton Batumi-ში

30 ღამე ყოველწლიურად საჩუქრად - უმასპინძლეთ სტუმრებს პრემიუმ სასტუმროში 5 წლის განმავლობაში.

უფასო სპა და ფიტნეს სერვისები

ულიმიტო აბონიმენტი თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის, რათა ივარჯიშოთ ფიტნეს დარბაზში და აღიდგინოთ ენერგია ეფორეა სპაში 5 წლის განმავლობაში.

უფასო აეროპორტის ტრანსფერები

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს გადაადგილებაზე საქართველოს ნებისმიერი აეროპორტის მიმართულებით - 20 ტრანსფერი წელიწადში, 5 წლის განმავლობაში.

უფასო დალაგების სერვისი

დალაგების სრულფასოვანი მომსახურება სრულიად უფასოდ - 5 წლის განმავლობაში, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ პენტჰაუსის ბრწყინვალება, თქვენი ძალისხმევის გარეშე.

info@bellevuebatumi.com
032 2 04 04 00
საქართველო, ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
created by ShinDi