დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის
Ge - en - ru
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება Bellevue Residence Batumi-ის მიერ.

brb.ge დაგაკავშირებულია მესამე პირის ვებ-საიტებთან, რომელთა მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება ჩვენგან დამოუკიდებლად (მაგ.: Google Analytics). შესაბამისად, brb.ge-ს არ გააჩნია წვდომა მსგავსი ვებ-საიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაშვებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში). ბელვიუ რეზიდენს ბათუმი პასუხისმგებელი არ არის თქვენს მიერ მესამე პირის ვებ-საიტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ brb.ge -თან დაკავშირებული ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ბელვიუ რეზიდენს ბათუმის ვებ-საიტის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მიიღოთ მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 

  1. ინფორმაციის დაცულობა

ბელვიუ რეზიდენს ბათუმი იღებს პასუხისმგებლობას, თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე.

გარწმუნებთ, რომ ბელვიუ რეზიდენს ბათუმს გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, იმისათვის რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული, ასევე გარწმუნებთ, რომ აუთსორსინგის შემთხვევაში მესამე პირთა მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამისი უსაფრთხოების ზომებს.

შეგახსენებთ, რომ ბელვიუ რეზიდენს ბათუმი არ იღებს პასუხისმგებლობას brb.ge-თან დაკავშირებული მესამე პირთა ვებ-საიტების უსაფრთხოებაზე, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ამ ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათი მომსახურებით სარგებლობამდე.

ბელვიუ რეზიდენს ბათუმი არ გაყიდის და არ გადასცემს თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს.
 

  1. ინფორმაციის შეგროვება

თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:

IP მისამართი

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.

გამოწერები

ტურიზმის დეპარტამენტი თვეში რამოდენიმეჯერ ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენებს ელ-ფოსტის მეშვეობით, თუ გაქვთ სურვილი რომ დარეგისტრირდეთ გამომწერთა სიაში, ამისათვის უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (თქვენი ელ-ფოსტა და საცხოვრებელი ადგილი). თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს თქვათ უარი გამოწერებზე და აღარ მიიღოთ საინფორმაციო ბიულეტენები brb.ge -ისგან.

ვებ-ბრაუზერის ქუქიები (Cookies)

ვებ-ბრაუზერის ქუქიები არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას. brb.ge-იც იყენებს ქუქიებს, იმისათვის რომ გააუმჯობესოს მისი მუშაობა. ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის შედეგად საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ქუქიები ჩვენი ვებ-საიტისთვის, თუმცა მსგავსი ქმედების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია, რომ საიტმა იმუშაოს შეფერხებებით.

მესამე პირის ქუქიები

არსებობს brb.ge -თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ქუქიებით და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
 

  1. ინფორმაციის გამოყენება

ბელვიუ რეზიდენს ბათუმმა თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:

  • იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ონლაინ მომსახურება.
  • იმისათვის, რომ მოგაწოდოთ საინფორმაციო ბიულეტენები.
  • იმისათვის, რომ შევაგროვოთ სტატისტიკა და განვსაზღვოთ ვებ-საიტის მუშაობა თქვენთან მიმართებაში. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ვებ-საიტის ეფექტურობა, მოვარგოთ ვებ-საიტი თქვენს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებს, დავხვეწოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, შევისწავლოთ თქვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო გვერდები და მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები ვებ-საიტის სტრუქტურაში.
     
  1. პირადი ინფორმაციის გამოთხოვნა

ვებ-საიტის მომხმარებელს აქვს უფლება გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, მოითხოვოს მისი ჩასწორება, შეცვლა ან წაშლა.
 

  1. დოკუმენტში ცვლილებების შესახებ

ბელვიუ რეზიდენს ბათუმი იტოვებს უფლებას აღნიშნულ დოკუმენტში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ დროს. თუ არ ეთანხმებით შესაძლო ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ დოკუმენტში, მაშინ გთხოვთ არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-საიტით.

დოკუმენტის განახლების შემთხვევაში ინფორმირებული იქნებით ვებ-საიტის მეშვეობით შესაბამისი ფორმით.
 

  1. გამოყენებული სამართალი

აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

დოკუმენტთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

info@bellevuebatumi.com
032 2 04 04 00
საქართველო, ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
created by ShinDi