აქ თქვენ ქმნით იდეალურ გარემოს, სადაც დაისვენებთ და განმარტოვდებით. თქვენ შეგიძლიათ, ის ასევე გადააქციოთ კომფორტულ და მრავალფუნქციურ სივრცედ, სადაც კინოჩვენებებსაც გამართავთ და ზოგჯერ სტუმრებს ჩილიმითაც გაუმასპინძლდებით, ზოგჯერ კი მშვიდ დილას გაატარებთ საუზმითა და ყავით... ან სულაც ღამით ვარსკვლავების საცქერლად ჩამოჯდებით. ეს თქვენი თავშესაფარი და კუნძული იქნება, თქვენი ციხე-სიმაგრე და სამოთხე ბათუმში.