ლანდშაფტის გამოცდილ დიზაინერებს შეუძლიათ თქვენი ეზო-ტერასა ნამდვილ სამოთხედ გარდაქმნან. წარმოიდგინეთ - ხეები, ყვავილები; მოვლილი ნარგავები ხასხასა, მწვანე ფოთლებით, რომლებიც მთელ გარე სივრცეს ავსებს და ქმნის უსაზღვრო კავშირს ძველ ბულვართან. მშვიდი და მყუდრო ოაზისი დიდ და ხმაურიან ქალაქში - აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ და ბუნებას დაუბრუნდეთ.